top of page

ამერიკის საელჩოს კულტურის ატაშეს ვიზიტი

2019 წლის 6 მაისს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამშვიდობო განათლების ცენტრის მიერ ჩატარდა ერთ დღიანი ტრენინგი ამერიკასა და ევროპაში საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამების სპეციფიკის შესახებ. ტრენინგის ფარგლებში სამშვიდობო განათლების ცენტრს ეწვია ამერიკის საელჩოს კულტურის ატაშე იულიუს ცაი, რომელმაც ისაუბრა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სხვადასხვა საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროგრამებზე და ამერიკული უნივერსიტეტების სპეციფიკასა და განსხვავებებზე. ტრენინგის ფარგლებში სამშვიდობო განათლების ცენტრის მკვლევარმა, ციურიხის უნივერსიტეტის დოქტორმა ზარინა ბურკაძემ სტუდენტებთან ისაუბრა ეფექტური აპლიკაციის შედგენის და კვლევის ეტაპებზე, ხათუნა ბურკაძემ, სამართლის დოქტორმა, ფლეტჩერის სამართლისა და დიპლომატიის სკოლის კურსდამთავრებულმა და MIT-ის ფულბრაიტის მკვლევარმა, ისაუბრა აშშ-ში მიღებულ კვლევით გამოცდილებაზე, პროფესორმა თორნიკე შურღულაიამ ისაუბრა სახელმწიფო დეპარტამენტის სამეცნიერო პროექტის: "ამერიკის პოლიტიკური აზრი და ინსტიტუტები"-ს შესახებ, ხოლო დასკვნით ნაწილში კონსტანტინე ვეკუამ ისაუბრა იტალიაში მიღებულ გამოცდილებაზე, სადაც მან სიენის უნივერსიტეტში და რონდინეში-მშვიდობის ციტადელში ისწავლა ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაში. ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა და თომას ჯეფერსონის კვლევითი ცენტრის წევრებმა.

Recent Posts
Archive
Follow Us
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • Google+ Basic Square
bottom of page