top of page

ძლიერი დაზვერვა, ძლიერი სახელმწიფოს საწინდარია

საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვისკენ, შეწყვიტონ საკუთარი კარტელური ინტერესებით ქვეყნის მართვა და ეროვნული ინტერესებიდან გამოვიდნენ. საქართველო და ნებისმიერი ქვეყანა მხოლოდ მაშინ იქნება წარმატებული, როდესაც ნებისმიერი საკითხი გადაიჭრება ეროვნული უსაფრთხოების პრიზმიდან, მაშინ როდესაც ქვეყნის 22% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, საქართველოს მოქალაქეებს იტაცებენ ოკუპაციის ხაზიდან და ვართ ნეგატიური მშვიდობის ფაზაში რა მდგომარეობა და რეალობა არის:

- საქართველოს დაზვერვის სამსახურის ბიუჯეტი არის 13.5 მილიონი ლარი - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ბიუჯეტი 16 მილიონი ლარი - საზოგადოებრივი მაიწყებლის ბიუჯეტი 52 მილიონი ლარი ფაქტია, საქართველოს ხელისუფლება უგულველყოფს დაზვერვის როლს, რომელიც ნებისმიერი სახელმწიფოსთვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვან პრევენციულ რგოლს და საინფორმაციო არტერიას წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ჩამოთვლილი რგოლებიც აგრეთვე მნიშვნელოვანია, ვფიქრობთ დაზვერვის როლი დაკნინებულია, რაც პირდაპირ და ნეგატიურად ჰპოვებს ასახვას საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებაზე. აუცილებელია შემუშავდეს, ეროვნულ ინტერესებზე და თანამედროვე გამოწვევებზე ეფექტური რეაგირების მქონე უსაფრთხოების სისტემის რეფორმირების პროგრამა, რასაც წლებია ვიკვლევ და რაზეც მუდამ ვმსჯელობ დისკუსიის სხვადასხვა ფორმატში.


თორნიკე შურღულაია


პროფესორი, ეროვნული და გლობალური უსაფრთხოების მკვლევარი


Recent Posts
Archive
Follow Us
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • Google+ Basic Square
bottom of page