სემინარი "უსაფრთხოება ამერიკაში" 98-ე საშუალო სკოლაში
მიმდინარე წლის 28 თებერვალს თომას ჯეფერსონის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელმა სემინარი ჩაატარა 98-ე საშუალო სკოლის უფროსკლასელებთან. სემინარი ჩატარდა 98-ე სკოლის ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბის ინიციატივით და ორგანიზებით. მოსწავლეების თხოვნით სემინარი ჩატარდა თემაზე: "უსაფრთხოება აშშ-ში". მსმენელებს თომას ჯეფერსონის ცენტრისგან გადაეცემათ სერტიფიკატები.






