თომას ჯეფერსონის კვლევითი ცენტრის კონსალტინგი
თომას ჯეფერსონის კვლევითი ცენტრი გთავაზობთ საკონსულტაციო მომსახურებას გეოპოლიტიკისა და გლობალური უსაფრთხოების სფეროში. ჩვენი სატრენინგო პროგრამები და კვლევები კლიენტებზეა მორგებული და აძლევს მათ აუცილებელ უნარებსა და ცოდნას იმისათვის, რომ სწრაფად მოახდინონ სათანადო რეაგირება სხვადასხვა ტიპის საფრთხეებზე. ჩვენს კომპეტენციაში შედის:
საერთაშორისო უსაფრთხოების სფეროში არსებული ტრენდებისა თუ სიახლეების იდენტიფიცირება და მათი გამოყენება თქვენი კომპანიისა თუ ორგანიზაციის ინტერესებში
საერთაშორისო უსაფრთხოებასთან კავშირში მყოფი მოვლენების ანალიზი, შეფასება და ამის ფონზე რეკომენდაციების გაწევა.
ყოველდღიური გეოპოლიტიკური ან სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მოვლენების კრიტიკული ანალიზი.
