ლინკოლნ მიტჩელის სემინარი "საქართველოს დემოკრატიზაციის პერსპექტივები"
31 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ-ს) დიპლომატთა კლუბის ორგანიზებით ჩატარდა ლონკოლნ მიტჩელის სემინარი თემაზე: "საქართველოს დემოკრატიზაციის პერსპექტივები". ლინკოლნ მიტჩელი გახლავთ, თომას ჯეფერსონის კვლევითი ცენტრის საპატიო წევრი, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი და კოლუმბიის უნივერსიტეტის არნოლდ ზალცმანის სახელობის ომისა და მშვიდობის ინსტიტუტის მკვლევარი. სემინარი წარიმართა დისკუსიის ფორმატში.






