თომას ჯეფერსონის კვლევითი ცენტრის პროექტი "გლობალური უსაფრთხოების პოლიტიკა"
10 ოქტომბერს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა თომას ჯეფერსონის კვლევითი ცენტრის და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომატთა კლუბის მიერ ორგანიზებული ტრენინგ-კურსი - "გლობალური უსაფრთხოების პოლიტიკა". 17 ოქტომბერს აღნიშნული პროექტის ფარგლებში ლექცია ჩაატარა თომას ჯეფერსონის კვლევითი ცენტრის მკვლევარ-ანალიტიკოსმა, კონსტანტინე ვეკუამ, რომელიც გახლავთ რონდინეს უნივერსიტეტის, მშვიდობის ციტადელის BA და MA კურსდამთავრებული. მისი მოხსენების თემა გახლდათ: "მშვიდობის ფილოსოფია".





