top of page

თომას ჯეფერსონის კვლევითი ცენტრის პროექტი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში


10 ოქტომბერს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა თომას ჯეფერსონის კვლევითი ცენტრის და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომატთა კლუბის მიერ ორგანიზებული ტრენინგ-კურსი - "გლობალური უსაფრთხოების პოლიტიკა". ლექციის დაწყებამდე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ბ-ნ ზურაბ ხონელიძე მიესალმა სტუდენტებს და კიდევ ერთხელ აღნიშნა, თუ როგორი მნიშვნელოვანია მსგავსი შეხვედრების ჩატარება და აკადემიური ცოდნის ამაღლება. პროექტის პირველი მომხსენებელი იყო თომას ჯეფერსონის კვლევითი ცენტრის მკვლევარი-ანალიტიკოსი, აღმოსავლეთმცოდნე და ისტორიკოსი ბ-ტ სიმონ გურეშიძე. მოხსენების თემა: "სირიის კრიზისი და ისლამური სახელმწიფო". ტრენინგს დაესწრო თომას ჯეფერსონის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი, ამერიკისმცოდნე, პროფესორი ბ-ნ თორნიკე შურღულაია. ტრენინგი დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.


Recent Posts
Archive
Follow Us
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • Google+ Basic Square
bottom of page