top of page

თომას ჯეფერსონის კვლევითი ცენტრის სემინარი გორის სამოქალაქო აქტივიზმის ცენტრში


6 ივნისს გორის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსის, დიმიტრი გოგიაშვილის ინიციატივით „კეთილდღეობის და განვითარების ცენტრ“-თან არსებული სამოქალაქო აქტივიზმის ცენტრის მოხალისეებისათვის გაიმართა სემინარები თემებზე: ელენე თედელური - „უსაფრთხოების როლი მშვიდობის დროს“. მარიამ ბაზერაშვილი - "ჰიბრიდული ომი". ახალგაზრდებს აღნიშნული თემის შესახებ აგრეთვე ესაუბრა თომას ჯეფერსონის ცენტრის დამფუძნებელი თორნიკე შურღულაია და ცენტრის მკვლევარი, აღმოსავლეთმცოდნე სიმონ გურეშიძე, შეხვედრა საინტერესოდ და ინტერაქტიულად წარიმართა. ღონისძიება დაგეგმილ იქნა "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" [PITA] ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორი ორგანიზაცია შიდა ქართლში - „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი".


Recent Posts
Archive
Follow Us
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • Google+ Basic Square