top of page

თომას ჯეფერსონის ცენტრის განცხადება სარალიძე-დადუნაშვილის მკვლელობის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებ


თომას ჯეფერსონის კვლევითი ცენტრი სოლიდარობას უცხადებს ზაზა სარალიძეს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ოდესმე ძალმომრეობისა და უსამართლობის მსხვერპლი ყოფილა ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის მანძილზე. ჯეფერსონის ცენტრი შეშფოთებულია ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული პროცესებით და მიგვაჩნია, რომ დღევანდელი მოვლენები განპირობებულია ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში დაწყებული კლანური ურთიერთობით, რაც სხვადასხვა დროს ვიწრო პარტიული, ოჯახური, დანაშაულებრივი, ძალაუფლების მონოპოლიისა და ფინანსური ინტერესებით არის გამოწვეული და რაზეც ჩვენი დასავლეთელი კოლეგები გამუდმებით გამოხატავენ შეშფოთებას და სინანულს. სამწუხაროდ საქართველოში ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა აღნიშნული მანკიერების წინააღმდეგ ეფექტური ზომების გატარება.

მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით თომას ჯეფერსონის ცენტრი გამოხატავს თავის პოზიციას: აუცილებელია მოსახლეობის სხვადასხვა ფენების კონსოლიდაცია და შეურიგებელი ბრძოლა ზემოთ აღნიშნული მანკიერებების წინააღმდეგ. დაწყებული საპროტესტო აქციები აუცილებლად უნდა დასრულდეს ობიექტური გამოძიებითა და სასამართლოთი, უნდა დაისაჯოს მკვლელობაში დამნაშავე ყველა პირი და მათთან ერთად ისინიც, ვინც პირდაპირ თუ ირიბად ხელს უწყობდა დანაშაულის დაფარვას.

ცენტრი უერთდება ხალხის სამართლიან პროტესტსს ზემოთ ჩამოთვლილი მოთხოვნების მისაღებად და ემიჯნება როგორც უსამართლობას, დანაშაულის დაფარვის მცდელობასა და მრავალი ათწლეულის განმავლობაში გამეფებულ დაუსჯელობის სინდრომს, ასევე ნებისმიერი პარტიული დაჯგუფებების პოლიტიკურ მოთხოვნებს და ამა თუ იმ რეჟიმის რეანიმირების მცდელობებს.


Recent Posts
Archive
Follow Us
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • Google+ Basic Square
bottom of page