თომას ჯეფერსონის ცენტრის წარმომადგენლები კრინიცას საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე
2018 წლის 26 მაისს თბილისში ჩატარდა კრინიცას საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი, რომელიც ყოველწლიურად იმართება პოლონეთის ქალაქ კრინიცაში და თავს უყრის 60 ქვეყნის მთავრობის, ბიზნესისა და ექსპერტული წრეების 4000-ზე მეტ წარმომადგენელს. მას ტრადიციულად ხსნის პოლონეთის პრეზიდენტი სხვა ქვეყნის პრეზიდენტებთან ერთად. ფორუმს ჯეფერსონის ცენტრიდან დაესწრნენ თორნიკე შურღულაია და სიმონ გურეშიძე.



