საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თბილისის ღია უნივერსიტეტში
თბილისის ღია უნივერსიტეტისა და მისი პარტნიორი ლანჟოუს უნივერსიტეტის ორგანიზებით, თბილისის ღია უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, სახელწოდებით “ერთი გზა ერთი სარტყლის გლობალური პერსპექტივები.” კონფერენციაში ევროპისა და აზიის 10-ზე მეტი ქვეყნის 20 უნივერსიტეტის მაღალი რანგის აკადემიური წრეების წარმომადგენლები და საკითხით დაინტერესებული ექსპერტები მონაწილეობდნენ.
ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში სამუშაო სესიებზე მოხსენებები, პრეზენტაციები და სხვადასხვა კულტურული ღონისძიება გაიმართა. კონფერენცია ჩინეთის საელჩოსა და თბილისის ღია უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის მხარდაჭერით ჩატარდა.
თბილისის ღია უნივერსიტეტის პროფესორი თორნიკე შურღულაია წარსდგა მოხსენებით თემაზე: "One Belt One Road Security Issues and Challenges".




