სტაჟიორის პროგრამა "თურქეთის საგარეო პოლიტიკა" ფარგლებში მეორე სემინარი ჩატარდა
25 აპრილს, "თომას ჯეფერსონის კვლევითი ცენტრის" და თსუ-ს "საქართველოს სამეზობლოს კვლევის ინსტიტუტის" თანამშრომლობის ფარგლებში, სტაჟიორის პროგრამა "თურქეთის საგარეო პოლიტიკა" მეორე სემინარი ჩატარდა. პროგრამის ფარგლებში სემინარებს უძღვება მაია მანჩხაშვილი. შეგახსენებთ, რომ ქალბატონი მაია არის თსუ-ს "საქართველოს სამეზობლოს კვლევის ინსტიტუტის" თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი მდივანი. აღნიშნული 1 თვიანი აქტივობა თომას ჯეფერსონის კვლევითი ცენტრის სტაჟირების 3 თვიანი პროგრამის "Global Intern 2018" კომპონენტია. სემინარები ტარდება თსუ-ს 1 კორპუსში.




