სტაჟირების კურსი თომას ჯეფერსონის კვლევითი ცენტრის ანალიტიკურ მიმართულებაზე
სტაჟირების კურსი თომას ჯეფერსონის კვლევითი ცენტრის ანალიტიკურ მიმართულებაზე
ადგილების რაოდენობა შემდეგ კვლევით მიმართულებებზე: კავკასია 2; ამერიკა 2, ევროპა 2, აზია 2, ახლოაღმოსავლეთი 2
თომას ჯეფერსონის კვლევითი ცენტრი აცხადებს ანალიტიკოსთა სტაჟირების კურს. პროქეტი ხორციელდება თომას ჯეფერსონის ცენტრის მიერ და ითვალისწინებს სტაჟიორებისთვის ანალიტიკური უნარების განსავითარებლად სპეციალური ტრენინგების ჩატარებას, სერტიფიცირებას, სტაჟირების ცნობითა და სარეკომენდაციო წერილებით უზრუნველყოფას.
სტაჟირების ხანგრძლივობა 6 თვე. სტაჟირების ფარგებში მონაწილეები აქტიურად იქნებიან ჩართულნი ცენტრის ანალიტიკური განყოფილების საქმიანობაში, სხვადასხვა მიმართულებით.
ძირითადი მოვალეობები:
ერთი თვის განმავლობაში მინიმუმ ორ ენაზე ყოველდღიურ რეჟიმში ღია წყაროებიდან მოპოვებული, დაარქივებული და დამუშავებული მასალების ანალიზი და ანგარიშის სახით მომზადება, რომელიც გამოქვეყნდება თომას ჯეფერსონის კვლევითი ცენტრის ოფიციალურ ვებ. გვერდზე.
შედარებითი ანალიზისა და კვლევის ჩატარება. საერთაშორისო პოლიტიკური პროცესების მიმოხილვა. უპირატესობა მიენიჭება ისეთ კანდიდატებს, რომელთაც თავიანთი მიმართულების ქვეყნებზე, ახალი და უახლესი ისტორიის ზედმიწევნით ცოდნის გარდა ექნებათ ცოდნა ამავე ქვეყნების შუა საუკუნეების ისტორიის, კულტურის, ენისა და რელიგიის საკითხებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
საერთაშორისო ურთიერთობების, პოლიტიკის, ჟურნალისტიკის, მაგისტრები და/ან დოქტორანტები.
ყურადღება! პარტნიორი უნივერსიტეტების: თსუ-ს, ილიას უნივერსიტეტის, თბილისის ღია უნივერსიტეტი-TOU, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი-IBSU, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი-SOU, მაგისტრებს და დოქტორანტებს მიენიჭებათ პრიორიტეტი.
სტაჟირების აღწერა:
მონაწილეები ჩართულნი იქნებიან ანალიტიკური განყოფილების საქმიანობის სფეროში შემავალი საკითხების კვლევაში, რეკომენდაციებისა და დასკვნების მომზადებაში; მათ საშუალება ექნებათ, გააკეთონ პრეზენტაციები, მონაწილეობა მიიღონ განყოფილების შეხვედრებში, ურთიერთობა ჰქონდეთ შესაბამისი სფეროს მეცნიერებთან, ექსპერტებთან და პრაქტიკოსებთან. სტაჟირება სტუდენტებს განუვითარებს კვლევის ჩატარების უნარს, გაზრდის მათ ცოდნას ქვეყნის აქტუალურ სამართლებრივ და პოლიტიკურ საკითხებზე, შესძენს მათ სამუშაო გამოცდილებას. ანალიტიკური განყოფილების თანამშრომლები შერჩეულ სტუდენტებს გაუწევენ უშუალო ზედამხედველობას კვლევის პროცესში და სტაჟირების განმავლობაში ეტაპობრივად შეაფასებენ მათ მიერ შესრულებულ სამუშაოს.
სამუშაო საათები
ანალიტიკურ მიმართულებაზე სტაჟიორებს ხელმძღვანელ თანამშრომელთან უშუალო ურთიერთობა, საშუალოდ, გაგრძელდება 2 საათს, ხოლო დავალებების შესრულება მოითხოვს სტუდენტისგან, დაახლოებით, 7-საათიან დამოუკიდებელ მუშაობას კვირის განმავლობაში.
შერჩევის პროცესი
განაცხადების განხილვა;
უნარები და პროფესიული წერა;
გასაუბრება.
პროექტის ხანგრძლივობა
6 თვე.
შესასრულებელი სამუშაოს აღწერა
სტაჟირების ფარგლებში სტაჟიორები შეასრულებენ შემდეგი სახის სამუშაოს:
სტატიის ანალიზი;
შედარებით-სამართლებრივი კვლევის ჩატარება;
თარგმანი.
შეფასება და სერტიფიცირება
შეფასება განხორციელდება 100-ბალიანი სკალით. სტაჟირების განმავლობაში სტაჟიორის შეფასების კრიტერიუმები იქნება:
შუალედური შეფასება - 40%;
საბოლოო შეფასება - 40%;
პრეზენტაცია - 20%.
სერტიფიკატები გადაეცემა მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც დააგროვებენ 51+ ქულას. ამასთან, სტაჟიორი, რომელიც აიღებს 80+ ქულას, მიიღებს სტაჟირების წარმატებით გავლის სერტიფიკატს. ასევე, ყველაზე წარმატებული სტაჟიორი წახალისდება სხვადასხვა პრიზებით.
კონტაქტი:
გთხოვთ, კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა CV გამოაგზავნოთ ჯეფერსონის ცენტრის მეილზე: contact@centerjefferson.org
