top of page

თომას ჯეფერსონის კვლევითი ცენტრის მოსაზრება სახალხო დამცველის განცხადებაზე


თომას ჯეფერსონის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი, თორნიკე შურღულაია, სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებას ეხმაურება. შეგახსენებთ, რომ სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელდა სტატია, რომელშიც სახალხო დამცველი აკეთებს განცხადებას, რომ: „ჰომოსექსუალთა ქორწინება უნდა დაკანონდეს და სახელმწიფომ აღიაროს“.

თორნიკე შურღულაია აღნიშნავს, რომ ჯეფერსონის ცენტრის მოსაზრება აღნიშნულ საკითხზე შემდეგია: „თომას ჯეფერსონის ცენტრი ემიჯნება უმცირესობების დევნას და დისკრიმინაციას, ასევე მიუღებელია მათ მიმართ ყოველგვარი ექსტრემისტული მიდგომები. თუმცა იმავე დროს, როდესაც ქვეყანაში უამრავი ისეთი გამოწვევა არსებობს, როგორიც არის: შრომის კოდექსის გაუმჯობესების საკითხი, რომელზეც ევროკავშირის ელჩი მიგვითითებს, შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა, რომელიც ადამიანისთვის ღვთით ბოძებულ სიცოცხლის უფლებას უქმნის საფრთხეს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართველი მოსახლეობის უფლებების გათელვა, საბანკო და სხვა ფინანსური მაქინაციების შედეგად უამრავი დაზარალებული ადამიანი. ამ ფონზე ვფიქრობთ, რომ სახალხო დამცველმა არასწორად დაალაგა პრიორიტეტული საკითხები სახალხო დამცველის აპარატის დღის წესრიგში. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილისთვის აღნიშნული საკითხი ძალზე სენსიტიურია, რასაც უამრავი სუბიექტურ-ობიექტური მიზეზები გააჩნია, ჩვენი აზრით მსგავსი განცხადებები ხელს უწყობს ბოლო პერიოდში სხვადასხვა გაურკვეველი ჯგუფების მიერ დასავლეთის განსაკუთრებით გაძლიერებულ კრიტიკას, აღნიშნული კრიტიკის მიზანია მოსახლეობა ჩავარდეს ნიჰილიზმში და ხელი ჩაიქნიოს დამოუკიდებლობაზე, ქვეყანა აცდეს პროგრესის გზას და კვლავ რეგრესის რელსებზე გადავიდეს, რომელიც 70 წელი სახელმწიფოებრივი ფუნქციის მოშლით ახსოვს ჩვენს ქვეყანას. აქვე ავღნიშნავთ იმასაც, რომ ჩვენი დასავლელი კოლეგებისა და მეგობრების აზრით, ნამდვილად ხდება დასავლური ფასეულობების დისკრეტდიტაცია, უადგილო დროს და არასწორი ფორმით მსგავსი საკითხების ინიცერებით და ტირაჟირებით ისე წარმოჩენით თითქოს დასავლეთისთვის პრიორიტეტს არა ზემოთ ხსენებული გამოწვევების დაძლევა, არამედ მხოლოდ სექსუალური უმციერესობების უფლებების დაცვა წარმოადგენს. აქვე დავძენთ, რომ უმციერესობების უფლებები აუცილებლად უნდა იყოს დაცული საქართველოს კონსტიტუციით მიღებული ანტიდისკრიმინაციული კანონის მეშვეობით და თომას ჯეფერსონის ცენტრი მიესალმება კანონის უზენასეობას“.

სახალხო დამცველის განცხადებას შეგიძლიათ გაეცნოთ Prime time-ის და Metronome-ის ვებ. გვერდზე.


Recent Posts
Archive
Follow Us
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • Google+ Basic Square
bottom of page