სემინარი/საჯარო ლექცია თემაზე: "რუსეთის მიერ წარმოებული ჰიბრიდული ომი და საქართველო"
19 მარტს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, გაიმართა "ჯეფერსონის კვლევითი ცენტრისა" და "საერთაშორისო სწავლების ცენტრის"ერთობლივი სემინარი/საჯარო ლექცია თემაზე: "რუსეთის მიერ წარმოებული ჰიბრიდული ომი და საქართველო". სემინარზე მოხსენებით წარსდგნენ ჯეფერსონის კვლევითი ცენტრის პრეზიდენტი, პროფესორი თორნიკე შურღულაია და საერთაშორისო სწავლების ცენტრის დირექტორი, პროფესორი ნიკა ჩიტაძე.






