სერტიფიცირება - პროექტი "გლობალური უსაფრთხოება 2017-2018"
დასრულდა თომას ჯეფერსონის კვლევითი ცენტრის სტაჟირების პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტი "გლობალური უსაფრთხოება 2017-2018". მიმდინარე წლის 12 თებერვალს პროექტ "გლობალური უსაფრთხოება 2017-2018" 38 მონაწილეს გადაეცათ ტრენინგ-კურსის წარმატებულად დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები. ჯეფერსონის ცენტრის აღნიშნულ პროექტში მონაწილეობდნენ SEU-სა და IBSU-ს სტუდენტები. სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიება განხორციელდა საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში (SEU).































