თომას ჯეფერსონის ცენტრის წევრებს თბილისის ამერიკის კუთხემ უმასპინძლა
6 დეკემბერს, თბილისის ამერიკის კუთხემ უმასპინძლა თომას ჯეფერსონის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელს, თორნიკე შურღულაიას და ცენტრის სტაჟიორებს. მათ ჩაატარეს სემინარი თემებზე: "ამერიკის სამოქალაქო ომის გამომწვევი მიზეზები და შედეგები" და "თომას ჯეფერსონი და მედისონი". შეხვედრის ბოლოს სპიკერებმა აუდიტორიის შეკითხვებს უპასუხეს.





