ჯეფერსონის ცენტრი ეროვნულ პლატფორმაში გაწევრიანდა
თომას ჯეფერსონის კვლევითი ცენტრი ევროკავშირის ინიციატივითა და ხელშეწყობით შექმნილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი გახდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჯეფერსონის ცენტრის თითოეული წევრისთვის. ჯეფერსონის ცენტრი აქტიურად განაგრძობს დემოკრატიის, ამერიკის პოლიტიკური აზრის და ევროპული ფასეულობების შესახებ სტუდენტების სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებით ინფორმირებას.
