5 ივნისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩატარდა სამდღიანი ტრენინგი



5 ივნისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩატარდა სამდღიანი ტრენინგი, რომელსიც ჩაატარა: თომას ჯეფერსონის კვლევითი ცენტრი, საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტრატეგიული კვლევების ცენტრი და კიბერ უსაფრთხებს აკადემია. პირველი სემინარი თომას ჯეფერსონის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელმა, თორნიკე შურღულაიამ ჩაატარა და სტუდენტებს ღია, ადამიანური რესურსებითა და ყველა ხელმისაწვდომი წყაროს გამოყენებით წარმოებულ დაზვერვაზე ესაუბრა. ამ კუთხით მსოფლიოს მასშტაბით არსებული გამოცდილება და კონკრეტული ფაქტები მიმიოხილა და აუდიტორიის კითხვებს ვრცლად უპასუხა. მომხსენებელმა ამ საკითხებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს, სასარგებლო ბმულები, სახელმძღვანელოები და პრეზენტაციებიც გადასცა. სამდღიანი კურსის დასასრულს მსმენელები სერტიფიკატებით დაჯილდოვდებიან.