საჯარო ლექცია SANGU-ში
10 მაისს წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა, ექსპერტმა და კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორმა, თომას ჯეფერსონის კვლევითი ცენტრის საპატიო წევრმა ლინკოლნ მიტჩელმა წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: "განსხვავებები ტრამპისა და ბაიდენის ადმინისტრაციას შორის დემოკრატიული ასპექტების მიმართ".
კოლუმბიის უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერებების პროფესორმა დეტალურად და საინტერესოდ მიმოიხილა ორი პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის არსებული განსხვავებები.
საჯარო ლექციამ სტუდენტთა დიდი ინტერესი გამოიწვია, პროფესორმა უპასუხა დამსწრეთა შეკითხვებს.
დასასრულს პროფესორ ლინკოლნ მიტჩელს საჩუქრად SANGU-ს ბერნდირებული საჩუქრები და ბოდბის მარნის ღვინო გადაეცა.






