Search
  • Charlie

საქართველო ნატოში უნდა გაწევრიანდეს!!!


ასეთი კომენტარით გამოეხმაურა თორნიკე შურღულაია ქვეყანაში მიმდინარე, NATO-ში საქართველოს გაწევრიანების ისტერიას:

"საქართველო ნატოში უნდა გაწევრიანდეს მისი საერთაშორისო დონეზე აღიარებულ საზღვრებში, რომელიც აფხაზეთს და ე.წ. სამხრეთ ოსეთსაც მოიცავს, მაგრამ წინასწარი შეთანხმებით გაწევრიანება შესაძლებელია დათქმით, რომ მეხუთე მუხლის მოქმედება, ანუ (კოლექტიური თავდაცვა) არ გავრცელდეს აფხაზეთსა და ე.წ. სამხრე ოსეთზე. საქართველო ნატო–ს წევრი ხდება სრულად, მისი მთელი ტერიტორიით, ოკუპირებული ტერიტორიების ჩათვლით, უბრალოდ მეხუთე მუხლი არ ვრცელდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რადგან მათი გაკონტროლების ერთი ადგილი არ გვაქვს როგორც სახელმწიფოს უკვე დიდი ხანია! თუ ეს მოხდება და კარგი მუშაობა თუ ჩატარდა სხვადასხვა დონეზე შესაძლებელია და რეალურია 2008 წლის ომამდე არსებულ საზღვრებამდე მოუწიოს რუსეთს მავთულხლართების გადაწევა (მავთულხლართებში გვენახოს კრემლი გახვეული). ამ აზრის დამახინჯებულად ინტერპრეტირება არის კი იცით ვის ინტერესებში, ან დილეტანტი თვითმარქვია ხალხის ან: კოლაბორაციონისტების, კარიერისტების, მე-5 კოლონის და სხვა ათასი ურჯულო მამაძაღლის ინტერესებში და ანტისახელმწიფოებრივი აზრის ფორმირებისთვის (დეზინფორმაცია) და მსგავსი ქმედებისთვის სასჯელიც უნდა იყოს, ეს რომ შემდგარი სახელმწიფო იყოს!!! მადლობა ყურადღებისთვის"

თორნიკე შურღულაია გახლავთ ისტორიის დოქტორი ამერიკისმცოდნეობაში, რამდენიმე უნივერსიტეტის პროფესორი, თომას ჯეფერსონის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი


0 views

© 2020 By Thomas Jefferson Research Center