Search
  • Charlie

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი


24 აპრილს თბილისის ღია უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა, ,,ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" დამფუძნებელთან და ხელმძღვანელებთან. შეხვედრის ფარგლებში თომას ჯეფერსონის კვლევითი ცენტრის მკვლევარებმა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა და თბილისის ღია უნივერსიტეტის პროფესორებმა კონსორციუმის წარმომადგენლებს გააცნეს ინტერდისციპლინური კვლევითი პროექტი. კვლევა უკავშირდება ანაკლიის პორტის და ქალაქის განვითარებას. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა კვლევის პარტნიორი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი. წარდგენილმა პროექტმა კონსორციუმის მხრიდან დიდი ინტერესი გამოიწვია და სრული მხარდაჭერა გამოთქვეს მისი განხორციელების პროცესში.


0 views

© 2020 By Thomas Jefferson Research Center