დამფუძნებელი
PhD. Prof. თორნიკე შურღულაია
აკადემიური საბჭოს ხელმძღვანელი
თომას ჯეფერსონის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი - თავმჯდომარე, ისტორიის დოქტორი, პროფესორი.
2004 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი „დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიის“ სპეციალობით და
მიენიჭა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.
2006 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურა და მიენიჭა პოლიტიკის მეცნიერების
მაგისტრის აკადემიური ხარისხი.
2011 წელს დაიცვა ისტორიის დოქტორის-PhD ხარისხი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს- ინჟინერინგის ფაკულტეტზე, საზოგადოებრივ მეცნიერებათა დეპარტამენტში. დისერტაციის თემა:
„აშშ-ის როლი საქართველოს საგარეო პოლიტიკაში.“
2003 წელს იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტისა
და შემდგომში ამავე სამინისტროს გენერალური სამდივნო დეპარტამენტის პრაქტიკანტი
2005 წელს სტაჟირება გაიარა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში
2009 წელს ლექციების წასაკითხად მიიწვიეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, პოლიტოლოგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებაზე, სალექციო კურსი - „საერთაშორისო
ურთიერთობები
და დიპლომატიური ეტიკეტი“.
2010 წელს უკრაინაში, დონეცკის „მიხაილ ტუგან-ბარანოვსკის სახელობის ეკონომიკისა და ვაჭრობის
ნაციონალურ უნივერსიტეტში“ კითხულობდა ინგლისურენოვანი ლექციების კურსს „საქმიანი ეტიკეტისა
და საერთაშორისო პროტოკოლის საკითხებზე“.
2011 წლიდან 2013 წლამდე იყო მიწვეული საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ - სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, სადაც კითხულობდა ინგლისურენოვან სალექციო კურსს -
ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის ისტორიისა და კულტურის საკითხებზე.
2013 წლის სექტემბრიდან – დღემდე საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, უძღვება ინგლისურენოვან სალექციო კურსს -
ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის ისტორია და კულტურა
2014 წელს საგარეო საქმეთა სამინისტროს სასწავლო ცენტრში კითხულობდა სალექციო კურსს - გლობალური
უსაფრთხოება
2015 წელს საგარეო საქმეთა სამინისტროს სასწავლო ცენტრში კითხულობდა სალექციო კურსს - გლობალური
უსაფრთხოება
2014 - წელს აშშ-დან დაბრუნების შემდეგ დააფუძნა თომას ჯეფერსონის კვლევითი ცენტრი.
2015 -2018 წ.წ. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში კითხულობდა სალექციო კურსს: "ეროვნული
უსაფრთხოება და სპეცსამსახურები" და "ამერიკის საგარეო პოლიტიკა".
2018 წლიდან თბილისის ღია უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის
საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების პროფესორი.
2018 წლიდან სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის
ასოცირებული პროფესორი.
2022 წლიდან წმინდა ანდიას ქართული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის სრული პროფესორი
2014 წელს ბატონი თორნიკე იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, მან კვალიფიკაცია აიმაღლა მასაჩუსეთსის, კონექტიკუტის, ჰარვარდისა და ვირჯინიის უნივერსიტეტებში ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ კვლევით პროგრამაში (ამერიკის პოლიტიკური ინსტიტუტები და ამერიკის პოლიტიკური აზრი).
თორნიკე შურღულაია გახლავთ ამერიკის შესწავლის საკითხებზე ჩატარებული 10 და გლობალური უსაფრთხოების საკითხებზე ჩატარებული 6 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მონაწილე. CRANS MONTANA FORUM გლობალური უსაფრთხოების საკითხებზე და ICD Berlin Forum გლობალური უსაფრთხოების საკითხებზე მონაწილე, 20-მდე სამეცნიერო სტატიისა და 5 წიგნის ავტორი. ერთ-ერთი მონოგრაფია: "US Foreign Policy Towards Georgia" 2015 წელს გმოიცა გერმანიაში "Scholar's Press-ის მიერ" და მსოფლიოს მასშტაბით არის გაყიდვაში. აგრეთვე ჩატარებული აქვს მრავალი საჯარო ლექცია და ტრეინინგ-სემინარი ამერიკისა და საქართველოს ურთიერთობებზე, დასავლეთის სპეცსამსახურების საკითხებზე, გლობალური უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის სხვადასხვა ასპექტზე.
თორნიკე შურღულაია გახლავთ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მასაჩუსეტსის უნივერსიტეტში განხორციელებული პროგრამის: ამერიკის პოლიტიკური ინსტიტუტების კურსდამთავრებული, ამერიკის ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისის სპეციალური უსაფრთხოების ოფიცრის კურსის კურსდამთავრებული, აგრეთვე, ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის კონტრდაზვერვისა და უსაფრთხოების სააგენტოს, ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების, ამერიკის მშვიდობის ინსტიტუტისა და გაეროს რამდენიმე ოფისის, ინსტიტუტის და კოლეჯის სპეციალური პროფესიული კურსების ალუმნუსი.
ცენტრის შესახებ
კვლევითი ცენტრის ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს:
ამერიკის პოლიტიკური აზრის, ამერიკის სახელმწიფო ინსტიტუტების, დემოკრატიის, გლობალური უსაფრთხოებისა და ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების შესწავლას და აღნიშნული თემების განვრცობას საზოგადოებაში. საზოგადოებაში პოლიტიკური აზროვნების ამაღლებას და საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებულ საკითხებში მათ სრულფასოვან მონაწილეობას. პოლიტიკის შეფასებას და ანალიზს.
კვლევითი ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები:
სასწავლო-საკონსულტაციო პროგრამები; საგანმანათლებლო საქმიანობა და სამოქალაქო აღზრდა; სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების დაგეგმვა და რეალიზაცია, კონსალტინგი, რომელიც მოიცავს:
-
საერთაშორისო უსაფრთხოების სფეროში არსებული სიახლეების იდენტიფიცირებას და მათ გამოყენებას თქვენი კომპანიისა თუ ორგანიზაციის ინტერესებში
-
საერთაშორისო უსაფრთხოებასთან კავშირში მყოფი მოვლენების ანალიზი, შეფასება და ამის ფონზე რეკომენდაციების გაცემა
-
ყოველდღიური გეოპოლიტიკური ან სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მოვლენების ანალიზი.
აკადემიური საბჭო

სიმონ გურეშიძე - ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის
ქვეყნების მიმართულების ხელმძღვანელი
განათლება
- 2010 - დღემდე ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, დოქტორანტურა. ფაკულტეტი: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა.
მსოფლიო ისტორიის მიმართულება.
- 2002–2004 - თბილისის აზია–აფრიკის ინსტიტუტი (თავისუფალი უნივერსტიეტი), მაგისტრატურა. ფაკულტეტი: საერთაშორისო ურთიერთობები. სპეციალობა: საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი.
- 1998–2002 - ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბაკალავრი.
ფაკულტეტი: გამოყენებითი მათემატიკის და კომპიუტერულ
მეცნიერებათა.
სპეციალობა: სტრუქტურული ლინგვისტიკა.
კვალიფიკაციის ასამაღლებელი სტაჟირების კურსები
- 2007 წ. სირია, ალეპოს უნივერსიტეტი. არაბული ენის ფაკულტეტი.
- 2005 - 2006 - ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკა, კაიროს უნივერსიტეტი, არაბული ლიტერატურისა და ენის ფაკულტეტი.
სამუშაო გამოცდილება
- 2011- დღემდე ილიას უნივერსიტეტის გ. წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი. პოზიცია - ასისტენტ-მკვლევარი.
- 2016-2019 - ქართულ-ევროპული უმაღლესი სასწავლებლის მოწვეული ლექტორი.
საგნები: სამოქალქო ომი და საერთაშორისო სტრატეგია: სირიის
მაგალითი; არაბთა შუა საუკუნეების ისტორია და ისლამის საკითხები.
უცხო ენები
- ინგლისური
- არაბული
- რუსული
სამეცნიერო კონფერენციები
- 2018 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ახალგაზრდა მეცნიერთა II საერთაშორისო სიმპოზიუმი. მოხსენების თემა: „არაბული გაზაფხული,“ ისლამური რადიკალიზმი, ქართული
ნეონაციზმი“- (გამომწვევი მიზეზების შედარებითი ანალიზი).
- 2018 - კავკასიის სერთაშორისო უნივერსიტეტის საქართველო - ირანის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობებისადმი მიძღვნილი მეოთხე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია.
- 2017 - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საქართველო - ირანის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობებისადმი მიძღვნილი ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთა მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია.
- 2017 - კავკასიის სერთაშორისო უნივერსიტეტის საქართველო-ირანის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობებისადმი მიძღვნილი მესამე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია.
- 2016 - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საქართველო-ირანის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობებისადმი მიძღვნილი ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთა მეოთხე საერთაშორისო კონფერენცია.
- 2016 - კავკასიის სერთაშორისო უნივერსიტეტის საქართველო-ირანის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობებისადმი მიძღვნილი მეორე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია.
- 2015 - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩატარებული საჯარო ლექციების სერიისა და ტრენინგებისთვის, თემაზე „სირიის კრიზისი და მისი გავლენა საერთაშორისო პოლიტიკაზე“.

ალექსანდრე ნადირაშვილი - კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელი

კონსტანტინე ვეკუა - მშვიდობის ფილოსოფიის მიმართულების ხელმძღვანელი
განათლება
- 2014-2019 - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. „ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი“. დოქტორანტურა. სადისერტაციო ნაშრომი: „კოლექტიური ინტელექტის პოლიტიკური განზომილება“.
- 2007-2010 - სიენის უნივერსიტეტი (იტალია). „ფილოსოფიური მეცნიერებები“. მაგისტრატურა. სამაგისტრო ნაშრომი: „ეროვნული იდენტობა და საჯარო კომუნიკაცია“.
- 2002-2007 - სიენის უნივერსიტეტი (იტალია). „ფილოსოფიური მეცნიერებები“. ბაკალავრიატი. საბაკალავრო ნაშრომი: „ფსევდო-დიონისე არეოპაგალის ნაშრომების ფილოსოფიურ- პოლიტიკური ანალიზი“.
- 1999-2002 - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, „დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ისტორია“, ბაკალავრიატი
სამუშაო გამოცდილება
- 2017 -... - თბილისის ღია უნივერსიტეტი. ჰუმანიატარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა. ლექციების კურსი საგნებში: „ამერიკის პოლიტიკური სისტემა“. „საქართველოს
პოლიტიკური სისტემა“. „პოლიტიკური იდეოლოგიები“. „საჯარო მართვის საფუძვლები“.
„მშვიდობის პოლიტიკური ფილოსოფია“.
- 2016-2017 - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი. ჰუმანიტარულ-სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი. ლექციების კურსი საგანში: „მშვიდობის პოლიტიკური ფილოსოფია“.
- 2015-2016 - თბილისის საერთაშორისო აკადემია. ლექციების კურსი საგანში: „პოლიტიკური ფილოსოფია“.
- 2015 წ. - ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი. „განდის ინსტიტუტის“ თანადამაარსებელი
- 2014-2015 - ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი. სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლა. ლექციების კურსი საგანში: „ამერიკის პოლიტიკური სისტემა“.
- 2010 წ. - საერთაშორისო ასოციაცია „რონდინე-მშვიდობის ციტადელი“. სტაჟირება მედიისა და კომუნიკაციის განყოფილებაში.
- 2009 წ. - მოდენა, კარპი, სასუოლოს ფილოსოფიის ფესტივალის სტიპენდიანტი (იტალია)
- 2003-2008 - ვებ - ჟურნალი „ექო“. თანარედაქტორი.
- 2005 წ. - საერთაშორისო ასოციაცია „რონდინე-მშვიდობის ციტადელი“. საერთაშორისო კონფერენციების ციკლის ორგანიზება პოლიტიკის, ფილოსოფიის, ეკონომიკის მიმართულებით.
- 2002-2007 წ.წ. – საერთაშორისო ასოციაცია „რონდინე-მშვიდობის ციტადელი“ (იტალია). სტიპენდიანტი.
სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა
- 2018, 7-8 მაისი – საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „ერთი სარტყელი, ერთი გზის გლობალური პერსპექტივები“. საკონფერენციო თემა: „ევროკავშირი და ერთი სარტყელი, ერთი გზის ინიციატივა მშვიდობის მეცნიერებების ჭრილში“
- 2017, 8 დეკემბერი – საერთაშორისო კონფერენცია: „კულტურული დიალოგი და ახალგაზრდობის როლი სამშვიდობო პროცესებში“. საკონფერენციო თემა: „მეგობრობის რთველი“
პროექტის პრეზენტაცია
- 2017, 21 ოქტომბერი – საერთაშორისო კონფერენცია: „პოლიტიკა კავკასიის ირგვლივ“.
საკონფერენციო თემა: „მშვიდობა, როგორც საერთო სიკეთე და
დემოკრატიული მოდელები“.
სამეცნიერო პუბლიკაციები
-
თბილისის ღია უნივერსიტეტი. საერთაშორისო კონფერენციის სამეცნიერო ჟურნალი. პუბლიკაცია: „ევროკავშირი და ერთი სარტყელი, ერთი გზის ინიციატივა მშვიდობის მეცნიერებების ჭრილში“მ #1, 7-8 მაისი, 2018, გვ. 4-12
-
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს სამეზობლოს კვლევითი ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის შრომათა კრებული, პუბლიკაცია: „მშვიდობა, როგორც საერთო სიკეთე და დემოკრატიის მოდელები“, უნივერსიტეტის გამომცემლობა, #3, 2018 წ, გვ. 40-59

ვლადიმერ ლაგვილავა - გამგეობის წევრი, სამართლის მაგისტრი

ზურაბ გორგოძე - საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი საერთაშორისო ურთიერთობების
ბაკალავრი კულტურათაშორისი სამაგისტრო პროგრამის
მაგისტრანტი

ნოდარ აბესაძე - კვლევების კოორდინატორი, პოლიტიკის მეცნიერების მაგისტრი, PhD
ცენტრის მკვლევარები


შალვა ბერიანიძე - ცენტრის მკვლევარი, საერთაშორისო ურთიერთობების
მაგისტრი. სდასუ-ს და Glasgow-ს (დიდი ბრიტანეთი) უნივერსიტეტების კურსდამთავრებული.

დიმიტრი სულამანიძე - ცენტრის მკვლევარი

მარიამ ბაზერაშვილი - ცენტრის მკვლევარი, საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრი, სტუ-ის
საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრანტი

ნინო ახალაია - ცენტრის მკვლევარი, საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრი, ილიას უნივერსიტეტის საერთაშორისო
ურთიერთობების მაგისტრანტი

თორნიკე რამაზაშვილი - ცენტრის მკვლევარი საერთაშორისო ურთიერთობების ასპექტებზე, საერთაშორისო
ურთიერთობების ბაკალავრი

ბაჩანა ბარამიძე - ცენტრის მკვლევარი საერთაშორისო ურთიერთობების ასპექტებზე, საერთაშორისო
ურთიერთობების ბაკალავრი
უმცროსი მკვლევარები

აკაკი ხურციძე - ცენტრის უმცროსი მკვლევარი, საერთაშორისო
ურთიერთობების ბაკალავრი

მარიამ ჯანიაშვილი - ცენტრის უმცროსი მკვლევარი, საერთაშორისო
ურთიერთობების ბაკალავრი

ანი რევაზიშვილი - ცენტრის უმცროსი მკვლევარი, საერთაშორისო
ურთიერთობების ბაკალავრი

ანა კუპრავა-ჩაკვეტაია - ცენტრის უმცროსი მკვლევარი, საერთაშორისო
ურთიერთობების ბაკალავრი

ტატა კულამოვი - ცენტრის უმცროსი მკვლევარი, საერთაშორისო
ურთიერთობების ბაკალავრი

მარიამ ჩიტაური - ცენტრის უმცროსი მკვლევარი, საერთაშორისო
ურთიერთობების ბაკალავრი

ნანა დავითაძე - ცენტრის უმცროსი მკვლევარი, საერთაშორისო
ურთიერთობების ბაკალავრი

ალექსანდრე შპეტიშვილი - ცენტრის უმცროსი მკვლებარი, პოლიტიკის მეცნიერების ბაკალავრი

მერი ბზიკაძე - ცენტრის უმცროსი მკვლევარი, საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრი
