

თორნიკე შურღულაიას სემინარი თემაზე: "გლობალური უსაფრთხოება"
23.12.17. თომას ჯეფერსონის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელმა თორნიკე შურღულაიამ პროექტი "გლობალური უსაფრთხოება 2017" ფარგლებში წაიკითხა სემინარი თემაზე: "გლობალური უსაფრთხოება" სემინარს დაესწრნენ ცენტრის სტაჟიორები, პრაქტიკანტები და სეუ-ს დიპლომატთა კლუბის წევრები. სემინარის ბოლოს ჯეფერსონის ცენტრის ახალგაზრდა თანამშრომლებს გადაეცათ ჯეფერსონის ცენტრის წევრობის დამადასტურებელი სერთიფიკატები.


ლაშა ქურდაშვილის ლექცია "The way of a sword. Japanese warriors culture (History, ethics, legacy
20.12.2017. ბატონი ლაშა ქურდაშვილის სემინარი თემაზე: "The way of a sword. Japanese warriors culture (History, ethics, legacy)". სემინარი მოისმინეს თომას ჯეფერსონის კვლევითი ცენტრის პრაქტიკანტებმა, სტაჟიორებმა და პროექტი "გლობალური უსაფრთხოება 2017" მონაწილეებმა. სემინარი ჩატარდა შავი ზღვის საერთშორისო უნივერსიტეტში.


NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა ბატონმა უილიამ ლეჰიუმ თომას ჯეფერსონის კვლევით ცენტრში სემი
16.12.2017 NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა ბატონმა უილიამ ლეჰიუმ თომას ჯეფერსონის კვლევით ცენტრში სემინარი გამართა, პროექტის "გლობალური უსაფრთხოება" ფარგლებში უილიამ ლეჰიუმ ისაუბრა თემაზე: NATO-ს გამოწვევები 21-ე საუკუნეში. სემინარს სეუ-მ უმასპინძლა.


სემინარი თემაზე: ღია წყაროებით ინფორმაციის მოპოვების მეთოდები
13.12.2017 თომას ჯეფერსონის კვლევითი ცენტრის სტაჟირების პროგრამის ფარგლებში ჩატარდა ბატონი ამირან სალუქვაძის სემინარი თემაზე: ღია წყაროებით დაზვერვის წარმოების მეთოდები. ბატონი ამირანი გახლავთ ბრიგადის გენერალი და საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსის ყოფილი მრჩეველი (2012-2016 წ.წ.), სემინარი 2:30 საათი გაგრძელდა და მას 50-დე მსმენელი დაესწრო. სემინარი ჩატარდა GEU-ში


ლაშა ქურდაშვილის სემინარი - Applying public support as effective strategies in the lobbing process o
9 დეკემბერს, თომას ჯეფერსონის კვლევითი ცენტრის სტაჟირების პროგრამის ფარგლებში ჩატარდა სემინარი თემაზე: Applying public support as effective strategies in the lobbing process of national education by interest groups in the U.S. ჩაატარა ლაშა ქურდაშვილმა. სტაჟირების ფარგლებში მიმდინარეობს პროექტი "გლობალური უსაფრთხოება". სემინარი ჩატარდა სეუ-ში. შეგახსენებთ, რომ ლაშა ქურდაშვილი კინგს კოლეჯის მაგისტრია, ხოლო IBSU-ს დოქტორი და პროფესორი.


თომას ჯეფერსონის ცენტრის წევრებს თბილისის ამერიკის კუთხემ უმასპინძლა
6 დეკემბერს, თბილისის ამერიკის კუთხემ უმასპინძლა თომას ჯეფერსონის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელს, თორნიკე შურღულაიას და ცენტრის სტაჟიორებს. მათ ჩაატარეს სემინარი თემებზე: "ამერიკის სამოქალაქო ომის გამომწვევი მიზეზები და შედეგები" და "თომას ჯეფერსონი და მედისონი". შეხვედრის ბოლოს სპიკერებმა აუდიტორიის შეკითხვებს უპასუხეს.