
კონფლიქტების მოგვარების სამშვიდობო კურსი
საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების მოგვარების სამშვიდობო კურსთან დაკავშირებით 18 ოქტომბერს ფრიდრიხ ნაუმანის ფონდში რიგით მერვე შეხვედრა გაიმართა. დისკუსია წარიმართა საქართველოს ხელისუფლების ხედვაზე კონფლიქტების მოგვარებასთან დაკავშირებით და არსებული სახელმწიფო სტრატეგიის ეფექტურობაზე სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ისაუბრა. თომას ჯეფერსონის ცენტრის პრეზიდენტი თორნიკე შურღულაია და ჯეფერსონის ცენტრის სამუშაო ჯგუფი აქტიურად არის ჩართული მსგავს დისკუსიებსა და


თომას ჯეფერსონის ცენტრის პრეზიდენტმა თორნიკე შურღულაიამ მსოფლიო დიპლომატიის კლუბის წევრებს სერტიფიკა
30 ოქტომბერს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მსოფლიო დიპლომატიის კლუბის წევრებს ჯეფერსონის ცენტრის პრეზიდენტმა სერთიფიკატები გადასცა. ჯეფერსონის ცენტრი და მსოფლიო დიპლომატიის კლუბი შეთანხმდნენ მომავალი თანამშრომლობის საკითხებზე.


ჯეფერსონის ცენტრის წევრი საქართველოს პარლამენტში მოხსენებით წარსდგა
მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს თომას ჯეფერსონის კვლევითი ცენტრის პრეზიდენტის ასისტენტი მარიამ ბაზერაშვილი საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე მოხსენებით წარსდგა, მარიამმა UNOMIG-ის მანდატის ეფექტურობაზე და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე ჰაიდი ტალიავინის კომისიის დასკვნის მნიშვნელობაზე ისაუბრა.


ჯეფერსონის ცენტრის ახალგაზრდა წევრები გაეროს მოდელირებაზე
მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს თომას ჯეფერსონის კვლევითი ცენტრის პრეზიდენტის ასისტენტები, ელენე თედელური და მარიამ ბაზერაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის მოდელირებაზე, განხილვის თემა: "სირიის კრიზისი". ღონისძიება ჩატარდა გაეროს საელჩოს მხარდაჭერით, ორგანიზატორი ახალგაზრდული ინიციატივა დემოკრატიისათვის.


თომას ჯეფერსონის ცენტრის სემინარი IBSU-ში
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მსოფლიო დიპლომატიის კლუბის ინიციატივით თომას ჯეფერსონის პრეზიდენტმა თორნიკე შურღულაიამ და ჯეფერსონის ცენტრის მკვლევარ ანალიტიკოსმა სიმონ გურეშიძემ სემინარი ჩაატარეს. თორნიკე შურღულაიამ ისაუბრა თემაზე "შიში და უსაფრთხოება", სიმონ გურეშიძემ ისაუბრა თემაზე "პოლიტიკა და ექსტრემიზმი". სემინარს დაესწრო 75 სტუდენტი, რომლებსაც გადაეცათ თომას ჯეფერსონის კვლევითი ცენტრის სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს რომ ისინი ესწრებოდნენ და მოისმინეს სემინარი.


თომას ჯეფერსონის ცენტრის პრეზიდენტი პროექტი "ცოცხალი ბიბლიოთეკის" მონაწილე
თომას ჯეფერსონის კვლევითი ცენტრის პრეზიდენტი თორნიკე შურღულაია და მისი ასისტენტები, პროექტი ცოცხალი ბიბლიოთეკის მონაწილეები. თორნიკე შურღულაიამ მკითხველებს სახელმწიფო უსაფრთხოების მოდელებზე ესაუბრა, განხილულ იქნა სხვადასხვა ქვეყნის უსაფრთხოების სისტემები, ბატონმა თორნიკემ უპასუხა მსმენელების კითხვებს. ღონისძიება თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა.