
თომას ჯეფერსონის კვლევითი ცენტრი გთავაზობთ საკონსულტაციო მომსახურებას გეოპოლიტიკისა და გლობალური უსაფრთხოების სფეროში. ჩვენი სატრენინგო პროგრამები და კვლევები კლიენტებზეა მორგებული და აძლევს მათ აუცილებელ უნარებსა და ცოდნას იმისათვის, რომ სწრაფად მოახდინონ სათანადო რეაგირება სხვადასხვა ტიპის საფრთხეებზე. ჩვენს კომპეტენციაში შედის:
-
საერთაშორისო უსაფრთხოების სფეროში არსებული ტრენდებისა თუ სიახლეების იდენტიფიცირება და მათი გამოყენება თქვენი კომპანიისა თუ ორგანიზაციის ინტერესებში
-
საერთაშორისო უსაფრთხოებასთან კავშირში მყოფი მოვლენების ანალიზი, შეფასება და ამის ფონზე რეკომენდაციების გაწევა.
-
ყოველდღიური გეოპოლიტიკური ან სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მოვლენების კრიტიკული ანალიზი.
ჯეფერსონის ცენტრის კონსალტინგ ჯგუფი შედგება აკადემიური დოქტორებისა და პროფესორებისგან, რომელთაც გააჩნიათ, როგორც პრაქტიკული, ასევე კვლევითი გამოცდილება. ჩვენი საკონსულტაციო ჯგუფი დაკომპლექტებულია მკვლევარებით, ვისაც განათლება აქვსს მიღებული ან კვალიფიკაცია აიმაღლეს ისეთ უნივერსიტეტებში და საერთაშორისო ორგანიზაციებში, როგორიცაა: ჯორჯ მარშალის ევროპული უსაფრთხოების ცენტრი, Rondine Cittadella Della Pace და სიენის უნივერსიტეტი - იტალია, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის კვლევითი პროგრამა - „აშშ-ის სახელმწიფო ინსტიტუტები“ - მასაჩუსეტსის უნივერსიტეტი, ნატოს სკოლა - ობერამერგაუ, ლონდონის ქინგს კოლეჯი, ქაიროსა და ალეპოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებული მენას (არაბული სამყარო) განხრით, ამერიკის დაზვერვისა და კონტრდაზვერვის სააგენტოების და გაეროს ოფისების სპეციალური პროფესიული კურსების ალამნები. ჩვენი მისიაა წვლილი შევიტანოთ გლობალური უსაფრთხოების ფორმირების პროცესში და ჩვენი კვლევებით და რჩევებით თქვენ, ჩვენს დამკვეთ კორპორაციებს, თუ სახელმწიფო სტრუქტურებს მოგცეთ ის პროდუქტი, რომელიც ხელს შეუწყობს, თქვენი ინტერესის სფეროს განვითარებასა და მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
1. ტრენინგები უსაფრთხოების სფეროში
-
გლობალური უსაფრთხოება
-
გლობალური პოლიტიკური მოვლენების ანალიზი
-
პროფესიული განვითარება
-
კრიტიკულ მოვლენათა მართვა
2. რეკომენდაციები პრევენციულ ღონისძიებებზე
-
კიბერუსაფრთხოება
-
კრიზისის მართვა
-
მნიშვნელოვანი ღონისძიებების უსაფრთხოების ასპექტების ანალიზი
-
ინტელექტის მენეჯმენტი
3. საფრთხეების შეფასება
-
მოსალოდნელი რისკების შეფასება
-
გეოპოლიტიკური მოვლენების ანალიზი
-
უცხო ქვეყნებში არსებული საფრთხეების ანალიზი